logo
ENG



პიოლი „მილანში" 2024 წლამდე დარჩება

17 ნოე 202114:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/nvzhtbx5ps4jenn.jpg

იტალიური „მილანის" თავკაცმა კულუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა.

54 წლის სპეციალისტი ლომბარდიულ კლუბს 2024 წლამდე გაწვრთის, ხოლო თუ მხარეების სურვილი იქნებათ, კონტრაქტის გაგრძელებას კიდევ 1 წლით შეძლებენ - პიოლის ანაზღაურება წელიწადში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

პიოლი „მილანში“ 2019 წელს დაინიშნა და საკმაოდ მძიმედ დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა შემდგომ შეძლო სიტუაციის დალაგება; გასულ წელს იტალიის სერია A-ში „მილანი“ მეორე ადგილზე გავიდა და 8-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეძლო.

ამჟამად „მილანი“ იტალიის ჩემპიონატში, 12 ტურის შემდეგ, 32 ქულით ისევ მეორე ადგილზეა.

პიოლის სხვადასხვა დროს გაუწვრთნია იტალიის ისეთი კლუბები, როგორიცაა: „პალერმო“, „ინტერი“  და „ფიორენტინა“. მას, ასევე, უმუშავია იტალიის 21-წლამდე ნაკრებში.


close დახურვა